logo_geo
eng_logo
არსებობდა თუ არა ატლანტიდა
- +

30 აპრილი. 2016. 22:27

თანამედროვე ავტორები მის მდებარეობას ბერმუდის სამკუთხედში, ჰელგოლანდში, ჰოლანდიაში, ყირიმში, მეკლენბურგში და კიდევ დაახლოებით 50 სხვადასხვა მხარეში ვარაუდობენ. გერმანელი არქეოლოგის ებერჰარდ ცაგერის აზრით, ატლანტიდა იგივე ანტიკური ქალაქი ტროაა, რომელიც ბერძენი პოეტის ჰომერორის მიხედვით, დაახლოებით ქრისტეშობამდე 1300 წელს განადგურდა. უფრო სარწმუნოდ ჟღერს თეზისი, რომ ატლანტიდა იყო ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ სანტორინი, რომელიც ქრისტეშობამდე დაახლოებით 1650 წელს ვულანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.

 

 

თურმე, ატლანტის ოკეანეში ჰერაკლეს სვეტების (ასე უწოდებდნენ ანტიკურ ხანაში აფრიკასა და ესპანეთს შორის მდებარე გიბრალტარის სრუტეს) მიღმა მდებარეობდა დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული კუნძული ატლანტიდა, რაზეც მოგვითხრობს ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი (ქრისტეშობამდე 427-347 წლები) და ამასთან, იმოწმებს ეგვიპტელი ქურუმების უძველეს გადმოცემებს. პლატონი აღწერს, რომ ატლანტიდა იყო ნაყოფიერი, ცხოველებითა და ნაირნაირი სურნელოვანი მცენარეებით, ასევე მიწის წიაღისეულით მდიდარი კუნძული. მისი დედაქალაქი მდებარეობდა გაშლილ, ხელოვნური წყლით გარშემორტყმულ ვაკეზე, რომლის ცენტრსაც წარმოადგენდა დიდებული, ციხესიმაგრის მსგავსი მეფის სასახლე. სასახლეს წრიულად გარს ერტყა ზღვაში გამავალი სამი ხიდებიანი და ერთი მთავარი გადახურული არხი, ასევე, უზარმაზარი წრიული გალავნები, რომლებიც მბრწყინავი მეტალით (პლატონი აქ ახსენებს ჩვენთვის გაუგებარმთის მადან) იყო მოპირკეთებული. ატლანტიდელები კარგი მეზღვაურები და მეომრები იყვნენ, მაგრამ როცა ქალაქ ათენს თავს დაესხნენ, ბერძნებმა დაამარცხეს ისინი. მალე ამას მოჰყვა დიდი კატასტროფა: მოხდა მიწისძვრა, ზღვამ წალეკა მიწა და ერთ დღე-ღამეში ჩაიძირა. ეს ამბავი, ერთი ეგვიპტელი ქურუმის ცნობით, დაახლოებით 9000 წლის წინათ მოხდა. დღევანდელი გამოთვლით (თუ გავითვალისწინებთ რომ პლატონი 2356 წლის წინ ცხოვრობდა) ეს ყველაფერი 11356 წლის წინ უნდა მომხდარიყო.

 

ოდესღაც, შორეულ წარსულში, ატლანტიდის არსებობა ისტორიის უდიდესი საიდუმლოებათა რიცხვს მიეკუთვნება. საუკუნეების მანძილზე პლატონის მონათხრობი ფანტაზიას ფართო გასაქანს აძლევდა. 5000-ზე მეტი წიგნი დაიწერა ატლანტიდის შესახებ და ყველა ავტორი სინამდვილედ მიიჩნევს პლატონის ნაამბობს. ატლანტიდის ყველაზე შთამეჭდავ განმარტებას გვთავაზობს ამერიკელი დიპლომატის იგნატიუს დონელის წიგნი ატლანტიდა, დროგადასული სამყარო, რომელიც 1882 წელს გამოიცა. მოგვიანებით სხვა ავტორებმაც აიტაცეს ეს იდეა და განავრცეს: მათ ატლანტიდის სახით წარმოაჩინეს ტექნიკურად მაღალ საფეხურზე მდგომი ცივილიზაცია, რომლის შესაძლებლობებიც ჩვენსას ბევრად აღემატებოდა და რომელიც კოსმონავტიკის, ატომური ენერგიისა და ზებუნებრივი ძალების ცოდნასაც კი ფლობდა.

 

ატლანტიდის გარდა, ბევრი ზღარულად ჩაძირული ტერიტორია არსებობს. მაგალითად: ბალტიის ზღვის გერმანულ სანაპირო ზოლში ქალაქი ვინეტა უნდა არსებულიყო. ინგლისის კორნუოლის წინლიონესის სამეფო, ოლო ინდოეთის ოკეანეში მთელი კონტინენტი - ლემურია უნდა ჩაძირულიყო. ჩრდილოეთფრიგიული სავაჭრო ქალაქი რუნგჰოლტი კი ნამდვილად არსებობდა; ის 1362 წელს ძლიერი ქარიშხლის მსხვერპლი გახდა.

 

ამ ცოდნის ნაწილი თითქოსდა სხვა კულტურებს გადაეცათ, მაგალითად: ეგვიპტურ და ძველ ამერიკულ ცივილიზაციებს და ბევრ სხვა რამესთან ერთად დიდი ნაგებობების აშენების მიდრეკილებაში გამოვლინდა. მართლაც, თვალშისაცემია ძველ და ახალ სამყაროში მაღალგანვითარებულ კულტურათა შორის ზოგიერთი საოცარი მსგავსება, მაგალითად: პირამიდების აგების, ვარსკვლავებზე დაკვირვების და მზის, როგორც უზენაესი ღმერთის თაყვანისცემის ტრადიცია.

 

პრობლემას კი თარიღები წარმოადგენს – 11356 წლის წინ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, არ არსებობდა არც ეგვიპტე და არც ათენი, რომლებსაც პლატონის თხზულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. სწორედ მაშინ დამთავრდა დედამიწაზე გამყინვარების პერიოდი და მანამდე მყინვარებით დაფარული ევროპის სხვადასხვა მხარე ნელ-ნელა ისევ მწვანით შეიმოსა. ამის გამო, ადრევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეგვიპტელმა ქურუმებმა წლები კი არათვეები იგულისხმეს. გამოდის,რომ ატლანტიდის ჩაძირვა ქრისტეშობამდე 1350 წლით უნდა დავათრიღოთ. თუმც, გეოლოგიური მონაცემებით, იმ დროისთვის ატლანტის ოკეანეში არ დასტურდება დიდი კუნძულის არსებობა, რომელიც მიახლოებით მაინც დაემთხვეოდა პლატონის მიერ აღერილს. ამრიგად, ატლანტიდის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია

 

 

წყარო: ucnairi.com

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner