logo_geo
eng_logo
სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

27 აპრილი. 2018. 19:11

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული შ.ტ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N34-ში მდებარე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, შ.ტ. - მ  ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ტ. - ს  დანით  გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად თ.ტ. - ს გადარჩენა მოხერხდა.

 

სამართალდამცველებმა შ.ტ. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  შ.ტ.  დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner