logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: ეს რა ვნახე!..
- +

27 აპრილი. 2018. 20:33

 

 

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუყურებდი გადაცემა „რეაქციას" და უცებ ბავშვობის მოგონებებში  გადავინაცვლე...

 

გამახსენდა იმ დროინდელი თბილისი, მისი უბნები, სახლები, ბინები თავისი სამზარეულოებებით, სადაც დრო და დრო გამოჩნდებოდნენ ხოლმე პარაზიტი მწერები, კერძოდ ტარაკნები. მობინადრეებიც გაშმაგებით ებრძოდნენ მათ სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ ამ საშუალებებიდან, ყველაზე ეფექტური მაინც იყო აეროზოლი სახელად „დიხლოფოსი“...

 

მოასხამდნენ „დიხლოფოსს“ სამზარეულოში ან დერეფნებში და ტარაკნები, როგორც ომწაგებული ჯარისკაცები გარბოდნენ აქეთ-იქით... ზოგი გაასწრებდა ხოლმე ამ „ქიმიური იარაღის“ მომაკვდინებელ ეფექტს, ზოგი დარეტიანებული ბრუნავდა წრეზე. ზოგი კი, უკვე ზურგზე ეგდო და უკანასკნელად ამოძრავებდა ჰაერში ფეხებს.

 

ეს ბრძოლა რაღაცა პერიოდი დიასახლისის გამარჯვებით მთავრდებოდა...

 

შემდეგ ამას მოსდევდა ცოცხის და აქანდაზის გაწმენდითი სამუშაოები. აქანდაზზე ეყარა ადამიანის თავდასხმისაგან დაღუპულ „მეომართა“ გვამები... ზოგი ჟღალი, ზოგი კი მუქი შეფერილობის... ბოლოს კი ისინი აღმოჩნდებოდნენ ხოლმე პლასტმასის „გმირთა სასაფლაოზე“, ანუ ურნაში...

 

გადიოდა ხანი და ისინი დრო და დრო ისევ მრავლდებოდნენ. ისევ შემოსევა, ისევ ბრძოლა და ისევ „ცრემლი“ და „გლოვა“...

 

ხოდა იმას ვამბობდი, რომ ქალბატონ ინგა გრიგოლიას გადაცემას ვუყურებდი და ვაკვირდებოდი ტარაკნების მსგავს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.

 

ოღონდ დიხლოფოსის ნაცვლად გადაცემაში იყო საუბარი მათ დაუძინებელ მტერ, პრეპარატ „ბიძინა 2012’-ზე, რომელიც რაღაცა პერიოდის გაუჩინარების შემდეგ, კვლავ გამოჩნდა ქვეყნის მაღაზიების დახლებზე.

 

ვაკვირდებოდი მათ „რეაქციას“. ეს რა ვნახე! ზუსტად ისევე გარბოდა ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორც ის დეზერტირი ტარაკნები. ზოგიც ერთი და იგივე ტექსტს ატრიალებდა და აგონიაში მყოფი პარაზიტებივით, თვითონაც ადგილზე ტრიალებდნენ თავბრუ-დახვეულები.

რაც შეეხება მსხვერპლს, საინფორმაციო საშუალებებს ჯერ არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ ექსპერტების პროგნოზებს თუ დავეყრდნობით, მსხვერპლი უზარმაზარი იქნებაო...

 

ვნახოთ რა იქნება, რა მოხდება... ქვეყნის მოსახლეობა გაიმარჯვებს თუ „ჟღალი“ ტარაკნების გუნდი... საინტერესო მოვლენები გველოდება წინ...

 

მედია „ობსერვატორია“, - წერს გვალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner