საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ კოალიციის შენარჩუნების საკითხი მნიშვნელოვანია და დაშლის საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, კოალიცია ყველანაირად ეცდება, ამ დაპირისპირებიდან „ნაკლები დანაკარგით" გამოვიდნენ.
„კოალიციის შენარჩუნების საკითხი არის მნიშვნელოვანი. ეს შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, კოალიციის შიგნით დაპირისპირებაზე პოლიტიკური შეფასებები გადაჭარბებულია.
„ეს უფრო პიროვნული დაპირისპირების გამძაფრებული ფონი იყო. პოლიტიკა ერთგვარად კომპრომისების ხელოვნებაც არის და ჩვენი მიზანი იქნება, რომ მოვუწოდოთ მხარეებს კომპრომისისკენ", - აღნიშნა სესიაშვილმა.