ტერმინი - მასხარა, ევროპაში მე-16 საუკუნეში წარმოიშვა. ის იყო ადამიანი, რომელიც დადიოდა ხალხმრავალ ადგილებში და პაროდიებითა და ხუმრობებით ართობდა გარშემო მყოფებს. ისინიც ამ სანახაობისთვის მასხარას მცირეოდენ საჩუქრებს უკეთებდნენ.
თუმცა, ამ პროფესიამ მალევე გაითქვა სახელი და მე-16 საუკუნის ბოლოს იგი სამეფო კარამდეც მივიდა, სადაც მისი მოვალეობა იყო, მონარქისა და გავლენიანი არისტოკრატების გართობა. მას ასევე ფრიად სერიოზული მისია ეკისრებოდა. მის მხიარულ გამოსვლებში, არსებობდა ქვეტექსტები. მას შეეძლო გაეკრიტიკებინა თავად მონარქი, ან მონარქის სათქმელი გადაეცა ქვეშევრდომებისთვის.
მასხარა – ითვლება და ითვლებოდა მისი პატრონის სიმბოლურ ტყუპისცალად, ამიტომ მასხარას უფრო მეტი უფლება ჰქონდა, ვიდრე ვინმე სხვას. ხშირად ისინი ასრულებდნენ პრივილეგირებული კლასისათვის, მთავარ სოციალურ და პოლიტიკურ როლს. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ან არარსებობის პირობებში, როცა შეუძლებელი ხდება მმართველის კრიტიკა, ან როცა მმართველს არ ჰქონდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო გავლენიანი ქვეშემრდომების კრიტიკის საშუალება, ამისათვის გამოიყენებოდა მასხარა და პრობლემის ვიზუალირების მისი ნიჭი. მასხარის „მანჭვა-გრეხისა“ და „ქილიკის“ საშუალებით გავლენიანი ძალაუფალნი აგებინებდნენ ერთმანეთს და რაც მთავარია საზოგადოებას, თავის თამამ და სარისკო პრეტენზიებს, სამომავლო გეგმებს და შეხედულებებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამეფო კარზე, მეფესთან დაჯდომის უფლებით მხოლოდ მისივე მასხარა სარგებლობდა. არაერთი ისტორია არსებობს, მასხარასა და მისი პატრონის ურთიერთობასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე გამორჩეული ისტორიაში, მაინც საფრანგეთის მეფის ლუი მეთორმეტის დე ვალუასა და მისი მასხარის ,,ტრიბულეს“ ურთიერთობაა.
ტრიბულე - წარმოადგენდა საფრანგეთის მეფის ლუი მეთორმეტის დე ვალუას, სამეფო კარის ყველაზე ცნობილ მასხარას, რომელიც შემდგომ არაერთხელ იქნა მოხსენიებული სხვადასხვა მწერლების ნაშრომებში. ტრიბულე საკმაოდ დიდი ნიჭითა და გონებასხარტი აზროვნებით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი განსაკუთრებული ,,პატივით „ სარგებლობდა.
საფრანგეთის კარზე. სწორედ მას შეეძლო ეთქვა ის მეფისთვის, რასაც მას ოჯახის წევრებიც კი ვერ გაუბედავდნენ.
ისტორიას, შემორჩა მისი და საფრანგეთის მეფის, რამდენიმე საკმაოდ საინტერესო დიალოგი, ერთ-ერთი კი სწორედ ასეთი იყო:
ერთ დღეს, ტრიბულემ მიმართა საფრანგეთის მეფეს - ფრანსუა პირველს თხოვნით, სასახლის ერთ - ერთი გავლენიანი პირის მიმართ:
- მეფეო! მე სიკვდილით მემუქრებიან!
რაზეც ფრანსუამ მიუგო:
- ნუ გეშინია, ვინც შენს სიცოცხლეს ხელყოფს, მას მეოთხედ საათში ჩამოახრჩობენ
რაზეც შეშფოთებულმა ტრიბულემ მეფეს მიმართა:
- ნუთუ თქვენო უდიდებულესობავ, არ შეიძლება მანამ ჩამოახრჩოთ იგი, ვიდრე მე მომკლავდეს? მგონი ასე უფრო დამშვიდებულად ვიგრძნობდი თავს.
ტრიბულეს ისტორია ასეც მოიხსენიებს: ,,ის იყო გიჟი თუმცა, შეუცვლელი გიჟი„
დროთა განმავლობაში მასხარამ საკმაოდ დიდი გზა გაიარა და სამეფო დარბაზიდან მან, ჯერ მოხეტიალე შაპიტოში , შემდგომ ცირკში, სცენასა და კინოში გადაინაცვლა.
ყველასთვის საყვარელი, შინაგანად ყველზე მოწყენილი და კომიკური პერსონაჟი, კინო ეკრანებზე საკმაოდ გაბოროტებული გამოჩნდა.
თუმცა თამამად შეიძლება ითქვას ,რომ ყველაზე გამორჩეული კინოფილმი შემოგვთავაზა მაესტრო ფედერიკო ფელინიმ. ბავშვობაში ფელინის ძალიან უყვარდა მოხეტიალე ცირკი და არაერთხელ გაიპარა კიდეც მათთან ერთად. მოგვიანებით მან ეს ყველაფერი მისსავე ფილმებში გადმოსცა განსაკუთრებით კი ფილმში „ჯამბაზები“. რომელმაც კლოუნთა სხვადასხვა სახე გააერთიანა, შემოგვთავაზა ისტორია , დრამა, კომედია, სიგიჟე და სევდა, რაც კლოუნთა ცხოვრებას მუდმივად, თან ახლავს
პერსონაჟი - კლოუნი თეატრშიც საკმაოდ წარმატებულია. თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცნობილი დადგმა კი სლავა პოლუნინს ეკუთვნის.
რომელმაც, გასული საუკუნის 80-იან წლებში მაყურებელს შესთავაზა უწყინარი და საყვარელი პერსონაჟი ასისა. ხოლო დროთა განმავლობაში, პუბლიკას ახალი შოუ წარუდგინა და მას თოვლის შოუ უწოდა, რისთვისაც არაერთი მსოფლიო დონის ჯილდო დაიმსახურა.
იგი ამ რთულ, თუმცა საინტერესო გზას ასე იხსენებს:
სლავა პოლუნინი:
“ერთ მშვენიერ დღეს, მივხვდი, რომ მინდოდა შემექმნა თეატრი. ეს იქნებოდა სანახაობა, რომელიც მაყურებლებს კვლავ ბავშვებად აქცევდა და ზრდასრულობის ტყვეობიდან გაათავისუფლებდა, რადგან თეატრის გზა ავირჩიე, ვფიქრობდი, როგორ შთამებერა მისთვის ახალი სული. ამ ძიებაში მარტო ვიყავი და ამიტომ შიში დამეუფლა, რადგან უცნობ და მომაჯადოვებელ მიწაზე უნდა დამედგა ფეხი. დავადექი იმ გზას, რომელზეც სხვა ჯამბაზებს არ გაუვლიათ.
მსურდა გამერკვია, შეძლებდა თუ არა მოკრძალებულ, გაუბედავ, დაბნეულ, ფიქრებს აყოლილ და ძალიან სათუთ პერსონაჟს მოეხიბლა თანამედროვე მაყურებელი – აუდიტორია, რომელიც შეჩვეულია ცხოვრების სწრაფ ტემპს, შემიყვარდა მოულოდნელად შეწყვეტილი, გაყინული და დაუმთავრებელი ჟესტები.ეს წარმოდგენა ჩემი საყვარელი და განუყრელი შვილია, რომელიც მუდმივად მაოცებს და მაფიქრებს უამრავ საიდუმლოზე, რომელსაც ის გვიმალავს. მას ხომ სიხარულის გაზიარებაც შეუძლია და მწუხარებისაც, გართობაც შეუძლია და ატირებაც. ამ სპექტაკლის წყალობით შევიცანი ჩემი თავი. ეს სპექტაკლი არის გადამწყვეტი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.“
და ბოლოს, იქნებ მხიარული კლოუნები არსად წასულან, უბრალოდ ჩვენ გადავეჩვიეთ სიცილს. შექმენი საკუთარი დღესასწაული...