კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს კულტურის პალატა უკვე ოქროს ბრენდის მფლობელია!
GlobalIdea-ს და The Financial- ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად იგი დასახელდა გამარჯვებულად ქართულ კულტურაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის!
ეს ჯილდო ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც აქტიურად უდგას მხარში საქართველოს კულტურის პალატას! მადლობა თქვენ სიკეთისათვის“, - წერს ოქიტაშვილი.