logo_geo
eng_logo
მედუზა - ერთადერთი უკვდავი არსება დედამიწაზე
- +

30 აპრილი. 2016. 22:43


ერთადერთ უკვდავ არსებას დედამიწაზე მედუზა წარმოადგენს. ჰიდროიდი Turritopsis nutricula, რომელიც დიამეტრით მხოლოდ 4-5 მილიმეტრია - უნიკალური არსებაა, რომელსაც საკუთარი თავის გაახალგაზრდავება შეუძლია.


ჩვეულებრივ, მედუზები გამრავლების შემდეგ იღუპებიან, თუმცა Turritopsis nutricula-ს შეუძლია მედუზის „დიდი" ასაკიდან პოლიპის „ბავშვობის" სტადიაში დაბრუნება. თეორიულად, ეს ციკლი შეიძლება დაუსრულებლად განმეორდეს. რაც მოცემულ არსებას პოტენციურად უკვდავს ხდის. Turritopsis nutricula აღმოაჩინეს თბილ ტროპიკულ წყლებში, თუმცა მეცნიერები ეჭვობენ, რომ ეს სახეობა გავრცელებულია სხვა რეგიონებშიც.




მედუზები და ჰიდრები უკვე დიდი ხანია მოექცნენ ბიოლოგების ყურადღების ქვეშ, რომლებსაც აქვთ იმედი, რომ ამ არსებების დახმარებით დაბერების საიდუმლოს გახსნიან.

ჰიდრას „ბიოლოგიური უკვდავების" შესახებ თეორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წამოაყენეს, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტალურად დამტკიცებულ იქნა, რომ ჰიდრები სიბერის გამო არ კვდებიან.


აღვნიშნავთ, რომ ბიოლოგებისთვის ასევე ცნობილია „უკვდავი" უჯრედები, რომლებიც დამაკმაყოფილებელ პირობებში იყოფიან უსასრულოდ. მსგავსს განეკუთვნებიან, მაგალითად ღეროვანი უჯრედები.


 

წყარო: evpatori.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner