საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „ყველა სფეროში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები“.
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი შეიძლება იყოს რაღაც პერიოდის შემდეგ. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ყველა სფეროში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები, თუმცა ამას დრო გვიჩვენებს. თვითმიზანი არ იქნება ცვლილებები“, - აღნიშნა ქანთარიამ.