logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: არ ვიცი მეტყობა თუ არა, მაგრამ ივანიშვილის დაბრუნებით ყველანი კმაყოფილები ვართ!
- +

28 აპრილი. 2018. 01:48

 

 

„არ ვიცი სახეზე აღფრთხოვანება მეტყობა თუ არა, ან მატყობთ თუ არა მას თქვენ, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ - დღევანდელი დღით ვართ ძალიან კმაყოფილები, აბსოლუტურად ყველა. ზუსტად ვიცით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე გაკეთდა დღეს ქართულ პოლიტიკაში“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „TVპირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„რაც შეეხება ჭორებს პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით, ეს პირველად მესმის თქვენგან. შეიძლება პოლიტსაბჭომ განიცადოს გარკვეული რეფორმა, ისევე როგორც რეფორმა შესაძლოა ჩასატარებელი იყოს სხვაგანაც, ეს ყველაფერი პროცესის შემადგენელი ნაწილია. დიდი ხანია მიდის რეფორმებზე საუბარი, მათ შორის ბატონ ბიძინას დაბრუნებაზეც და შესაძლოა რაღაც იყოს შესაცვლელი. ის, რომ პარტია ცდილობს წინ წავიდეს თავისი პროგრამის განხორციელების ჭრილში, ამაში გასაკვირი არაფერია. აქედან გამომდინარე ამ პარტიის დამფუძნებლის დაბრუნება არის ის, რაც არის ამ ისტერიკის მიზეზი. ოპონენტებში ივანიშვილის სახელის გაგონებაც კი ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner