logo_geo
eng_logo
მეუფე ანდრია: აღდგომა დღე-ღამის თანასწორობისა და ებრაელთა პასექის შემდეგ უნდა ვიზეიმოთ
- +

30 აპრილი. 2016. 23:10

„მრევლის მოთხოვნით, ქართული ეკლესია ძველ კალენდარს დაუბრუნდა;   აღდგომა დღე-ღამის თანასწორობისა და აუცილებლად ებრაელთა პასექის შემდეგ უნდა ვიზეიმოთ",- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ განაცხადა. 


მისივე თქმით, გრეგორიანული კალენდრის მიმდევართა შორის აღდგომის ისეთი თარიღები იყო, რომლებიც ებრაელთა პასექს დაემთხვა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ იულიანური კალენდარი უფრო გამართულია


„ჟენევაში, მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრში, მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საეკლესიო კრებაზე გასატანი ექვსი საკითხი ჩამოყალიბდა - მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში, ავტონომია და მისი აღიარების გზა, მართლმადიდებელი ეკლესია და დანარჩენი ქრისტიანული სამყარო, მართლმადიდებელი დიასპორა, მარხვის საკითხი თანამედროვეობაში, ქორწინება და დამაბრკოლებელი გარემოებანი. კრება იმ საკითხების განხილვას ეძღვნება, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ასწლეულების მანძილზე დაგროვდა."- განაცხადა მეუფე ანდრიამ.


რაც შეეხება ქორწინების საკითხს, როგორც მეუფე ანდრიამ აღნიშნა, სჯულის კანონის მიხედვით, მართლმადიდებლისთვის არამართლმადიდებელთან, მითუმეტეს, არაქრისტიანთან, ანუ სხვა სჯულის აღმსარებელთან ჯვრისწერა არ შეიძლება. ეს წესი კანონებითა და კრებებითაა გამყარებული. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, არამართლმადიდებელთან ჯვრისწერას უშვებენ, მხოლოდ აქვთ პირობა, რომ ბავშვები მართლმადიდებლურ წიაღში მოინათლონ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner