logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ეს არის გმირობის ტოლფასი...
- +

28 აპრილი. 2018. 16:27

 

 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

 

„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა კომფორტის ზონიდან ეს არის გმირობის ტოლფასი.

 

ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი უკვე დატოვა. მე მინდა შეგახსენოთ, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არ დაწყებულა 2012 წლიდან, ყველაფერი კარგი, რაც იყო იმ ავადსახსენებლი რეჟიმის დროს, ანუ ჩაცმულ-დახურული სამხედროები, პოლიცია, უამრავი რეფორმა და მშენებლობები, დაპურებული მსახიობები, რეჟისორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სპორტსმენები... ამ ყველაფერს აკეთებდა ერთი ადამიანი და ჩვენ ვიცოდით მაშინაც, იმ რეჟიმის დროს, რომ არსებობს ერთი ნათელი წერტილი, რომელიც რეალურად პატრონობს საქართველოს“, – განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner