logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: როგორ ფორთხავთ მიწაზე „ნაცები“... მეტი წასაქცევი ადგილი არ არის, თორემ...
- +

28 აპრილი. 2018. 16:31

 

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„აქამდე ვიცოდი, რომ გიგი უგულავა ბიუჯეტის ქურდი, 7 ნოემბრის ერთ-ერთი ავტორი, ბიზნესმენების რეკეტიორი, „შაბაშის“ ამკრეფი, ბანდიტი, თაღლითი და - კაცი რქიანი იყო, ეს ვიცოდი მხოლოდ მის შესახებ, მაგრამ ეს შეჩვენებული, ტრაქტორისტიც თუ იყო, მომკალით და არ მახსოვს!...

 

ეს ცნობილი „პიარშიკი“, დამპალი „ნაციონალი“ და ყველაფრის მკადრებელი გიგი უგულავა, ვიცი, ხონიდან დამარცხებული გამოიპარება, ოღონდ ბარათი არ უნდა დაავიწყდეს არანაირად, მხოლოდ წითელი ფერის უნდა იყოს ბარათი, ვინ იცის, როდის დასჭირდება?!

 

ვაი, შენს პატრონს, გიგილო, როგორ ფორთხავთ მიწაზე ეს „ნაცები“... მეტი წასაქცევი ადგილი არ არის, თორემ კიდევ უფრო დაბლა დაეშვებოდით!

 

რაც დათესეთ, იმას იმკით, შეგერგოთ!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner