logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბოლო დღეების განმავლობაში ექსპერტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან საოცარ განცხადებებს ვისმენთ
- +

28 აპრილი. 2018. 20:43

 

 

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ექსპერტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან საოცარ განცხადებებს ვისმენთ“, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულს შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიაში დაპირისპირებული ჯგუფების ერთი ნაწილი დამარცხდა, ხოლო მეორემ გაიმარჯვა.

 

„რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს თავისი ვიწროპარტიული და სუბიექტური ინტერესები გააჩნიათ და თავისებურად უნდათ დახატონ არსებული სიტუაციები.

 

რა თქმა უნდა, არანაირი დაპირისპირებული ფრთები არ არსებობს  ჩვენს პარტიაში. კონკრეტულ საკითხებზე ოყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, რაც მგონია, რომ ნორმალური პროცესია. ჩვენ გამოვედით მდგომარეობიდან, როდესაც ერთი ადამიანი მართავდა ყველაფერს, ერთ ადამიანზე იყო მორგებული მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ საბედნიეროდ, ეს 2012 წელს დავასრულეთ და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელისუფლების ყველა შტოს ჰქონდეს თავისი მიმართულება. ეს არის ზუსტად დემოკრატიულად ქვეყნის მართვა.

 

ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება გაშლილი იყოს ეს ყველაფერი. თუნდაც, გუნდში როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა, იყოს მსჯელობა და არ არის ხოლმე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ის, რომ გარკვეულ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მიმაჩნია, რომ ეს დემოკრატიის მაჩვენებელია. პიროვნული შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც. რაც შეეხება იმას, რომ საუბარი იყო უმრავლესობის დაშლაზე, ეს არის სიცრუე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner