logo_geo
eng_logo
ბაქოში, Trump Tower-ში ხანძარი ისევ გაჩნდა
- +

28 აპრილი. 2018. 23:35

 

 

ბაქოს ცენტრში დღეს უკვე მეორეჯერ Trump Tower-ის შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

 

„ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას მოგაწოდებთ“, - აცხადებენ სამაშველოში.

 

დღეს ხანძარი 33-სართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა და რამდენიმე სართულზე გავრცელდა. შენობა 130 მეტრის სიმაღლისაა. ადგილობრივი პრესის ცნობით შენობისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს. პირველად ხანძარი ჩააქრეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

 

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის კომპანიამ (Trump Organization) შეწყვიტა სალიცენზიო შეთანხმება პროექტებზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანში, სადაც იალქნის ფორმის Trump Tower-ის შენობის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებული იყო, მაგრამ ის არ გაუხსნიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner