ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს მაისში საბოლოოდ დახურავს. ბირთვული პოლიგონის დემონტაჟის პროცესი საჯარო იქნება.
აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას კიმ ჩენ ინმა და მუნ ჩჟე ინმა 27 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირობა დადო, რომ ჟურნალისტებსა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებს მოიწვევს, რომლებიც დააკვირდებიან ბირთვული პოლიგონის დემონტაჟის პროცესს.
კიმ ჩენ ინის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი და ვაშინგტონი შეძლებენ სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჩრდილოეთ კორეა შეძლებს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და ყურადღება გაამახვილოს ეკონომიკურ განვითარებაზე.