logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ბატონო გიგა, სანამ რამეს იტყოდეთ, კარგად დაფიქრდით!
- +

29 აპრილი. 2018. 12:29

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საერთოდ, ეს 2 წელი ძალიან იშვიათად თუ ვიტყვი რამეს დღევანდელ პოლიტიკაზე... მაგრამ როდესაც გულწრფელობაზე, თავმდაბლობაზე და ბევრ სიკეთით სავსე მცდელობაზე გიგა ბოკერია და მისი სადარი ადამიანები დაიწყებენ ჭკუის სწავლებას და მითითებას, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მართველი... აი, ამ დროს მხოლოდ აგრესია მეუფლება! მათნაირებს კი შევახსენებ, (სააკაშვილებს) ქვეყანა სად მიიყვანეს თავიანთი პოლიტიკური უგუნურობით! რუსები ქსანთან... ცენტრალურ გზაზე 500 მეტრში რომ დგანან,(!) ვისი დამსახურება, შე, გიგა ბოკერია?! არ ვიტყვი იმას, რა ტრაგედია გადახდა სამაჩაბლოს და საერთოდ საქართველოს... ბოკერიები, სააკაშვილები კი დღეს გვიწუნებენ პრემიერ-მინისტრის მცდელობას, რომ როგორმე ავიცილოთ უფრო საშიში მდგომარეობა ვიდრე ეს წარმოუდგენია გიგა ბოკერიას და მისნაირებს! თუმცა, ესენი ხომ სამშობლოს გარდა ყველაფერზე ფიქრობენ... ბატონო გიგა, თქვენ სანამ გიორგი კვირიკაშვილზე რამეს იტყოდეთ, კარგად დაფიქრდით, ვინ ხართ და შემდეგ ახსენეთ გიორგი კვირიკაშვილი, მისი ადამიანობა თუ პრემიერობა და საერთოდ ჩვენ, რადგან ჩვენი ქვეყნის სიყვარული თქვენგან ძალიან შორსაა.... ძალიან!“ - წერს კურტანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner