„შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით სვანეთის პოლიცია პატრულის ეკიპაჟებით გაძლიერდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს.
მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.