logo_geo
eng_logo
შს მინისტრის გადაწყვეტილებით სვანეთის პოლიცია პატრულის ეკიპაჟებით გაძლიერდება
- +

29 აპრილი. 2018. 15:20

 

 

„შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით სვანეთის პოლიცია პატრულის ეკიპაჟებით გაძლიერდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს.

 

მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე   საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner