logo_geo
eng_logo
ერევანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
- +

29 აპრილი. 2018. 16:32

 

ერევანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

 

დემონსტრანტების დიდი ნაწილი სტუდენტები არიან. რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტეროტორიაზეა შეკრებილი. პოლიციას მათი ქმედებისთვის ხელი არ შეუშლია. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა გახდა გზის გადაკეტვის მიზეზი.

 

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მანამდე ფაშინიანი სომხეთს პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე სასაუბროდ შეხვდა.

 

ფაშინიანმა, ასევე აქციების ახალი ტალღა დააანონსა.

 

ერევანში საპროტესტო აქციების მეჩვიდმეტე დღეა. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner