logo_geo
eng_logo
ჯაზის საერთაშორისო დღე თბილისის რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად აღინიშნება
- +

30 აპრილი. 2018. 00:08

 

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი თბილისის რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად აღინიშნება.

 

ფესტივალის ფარგლებში,  30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში „Miles Electric Band”-ის კონცერტი გაიმართება, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ეყოლება.

 

თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი 28 აპრილს გაიხსნა. 3 დღის განმავლობაში ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლებიც წარდგნენ.

 

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე,  აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს „ჯაზის საერთაშორისო დღეს“ დაემთხვევა.

 

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში,  იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა კონცერტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც, რომელიც 2018 წლიდან, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას სწორედ 21 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზ-ფესტივალით გააგრძელებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner