„ივანიშვილს და მის მონებს მინდა ვუთხრა - თქვენი არ გვეშინია, ხვალვე ჩამოვდივარ და ვნახოთ რასაც იზამთ!“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას უფლებადამცველი დავით ლორია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ცხოვრებაში არაფერი ისე არ გამიხარდება, როგორც ამ არაკაცის ციხეში ჩასმა. ეს არის ყოვლად უსინდისო, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელი „ადამიანი“ (არსება). ყველაფერი არაკაცური და არაადამიანური ამის ბინძურ სულშია“, - წერს ლორია.