სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტის და გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორის ირაკლი თოდუას გარდაცვალებას ეხმაურება:
„...ძალიან სამწუხარო ამბავი შემატყობინეს...
42 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს" მთავარი რედაქტორი, ბატონი ირაკლი თოდუა...
...ის უდავოდ გახლდათ ერთ-ერთი გამორჩეული და უწესიერესი ჟურნალისტი... ის უდავოდ გახლდათ უნიჭიერესი და მაღალი პროფესიონალური დონის ჟურნალისტი... ის უდავოდ გახლდათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ჟურნალისტი...
მან ბევრი იღვაწა და ქართული ჟურნალისტიკის ამ სულისშემხუთავ სივრცეში მოახერხა მართალი ინფორმაცია ასე თუ ისე მაინც მიეწოდებინა დეზინფორმირებული საზოგადოებისათვის...
...ვუსამძიმრებ ირაკლი თოდუას ოჯახს...
ვუსამძიმრებ ირაკლი თოდუას თითოეულ ჭირისუფალს...
...უფალმა გაანათლოს ირაკლი თოდუას სული...
ჩხონაფა ჸოფედას ირაკლი თოდუაში შურიში...“ - წერს ზურაბ კვარაცხელია.