logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: სირცხვილია, საკუთარ თავს და ქვეყანას, ასე უნამუსოდ მოექცე!
- +

30 აპრილი. 2018. 01:56

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლახანს, აეროპორტის „პარკინგთან“, კაცმა სიგარეტის „ბიჩოკებით“ დაძეძგილი საფერფლე, ადგილზევე, მანქანიდან გადმოუსვლელად, ზედ მანქანის კარებთან დაცალა... უცებ, მეორემ, ძალიან კარგმა ტიპმა, ეს რომ დაინახა, ორივე ხელით მოაგროვა ძირს დაყრილი ნამწვავები და მანქანაში ნაგვის მეპატრონეს, ძალიან დელიკატურად და აუჩქარებლად შეუყარა...

მოკლედ, ზოგი რომ გაჩნდება და დაიბადება ნაგვად, ნაგვადვე უნდა მოკვდეს... უბრალოდ, მართლა სირცხვილია, საკუთარ თავს და ქვეყანას, ასე უნამუსოდ მოექცე!“ - წერს ლიპარტელიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner