logo_geo
eng_logo
„ქრისტე აღსდგა! შეჭშმარიტად აღსდგა!“ - აღდგომიდან ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში სათქმელი სიტყვების მნიშვნელობა
- +

1 მაისი. 2016. 00:11

„ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად აღსდგა" - ამ სიტყვებს ქრისტიანები აღდგომიდან ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში გამარჯობის ნაცვლად ამბობენ. ეს ტრადიცია სათავეს ქრისტეს აღდგომის დღიდანვე იღებს. ანგელოზმა, რომელიც ქრისტეს საფლავზე გამოეცხადა მოციქულებსა და  მენელსაცხებლე დედებს, უთხრა მათ, ეს ამბავი მოწაფეებისთვის ეხარებინათ. ისინიც ჯერ ანგელოზის უწყებას ავრცელებდნენ, ხოლო როდესაც მაცხოვარი  ემაუს გზაზე თავად იხილეს, ამ უდიდეს სიხარულს ყველას უზიარებდნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ კი მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ და ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, ჯოჯოხეთის ტყვეობისგან გამოხსნას და ცხოვრების განახლებას.

 

 

ქრისტიანების ამგვარი მისალმება იმ 40 დღის გახსენებაა, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა თავის მოწაფეებთან ერთად გაატარა. უსაზღვრო იყო აღდგომის სიხარული, რომელსაც მათი (მოწაფეების) გული ვერ იტევდა და აღდგომილი მაცხოვრის მხილველნიც კვლავ ახარებდნენ ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას.

 

 

ცისკრის შემდეგ მღვდელმსახურები  ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას საკურთხეველში ულოცავენ. ტაძრის წინამძღვარი, დანარჩენი მღვდლები და დიაკვნები ერთმანეთს ეუბნებიან: „ქრისტე აღსდგა!" და პასუხობენ: „ჭეშმარიტად აღსდგა!" ასევე ესალმებიან ერთმანეთს ერისკაცებიც. შემდეგ ღვთისმსახურები საკურთხევლიდან გამოდიან, მორწმუნეთ ამბიონიდან  ქრისტეს აღდგომას ულოცავენ და მათ სამგზის მიმართავენ: „ქრისტე აღსდგა!"  მრევლი კი პასუხობს: „ჭეშმარიტად  აღსდგა"!

 

 

ქრისტე აღდგომის სიხარულით მისალმებისას ყოველი მორწმუნე ქრისტეს მოწაფეებს ემსგავსება, რომლებიც მისი აღდგომისას „იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩუენა სვიმონს" (ლუკა24, 34) . 

right_banner right_banner
არქივი
right_banner