ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც ჩვენი კორესპოდენტი ჰოლანდიიდან გვატყობინებს -ამსტერდამში გაიმართება რსდმპ-ის შეკრება, რომელზეც 1903 წელს ლონდონში ჩატარებული გამთიშველი ყრილობისგან განსხვავებით, მოხდება პარტიის ბოლშევიკური ფრთის გაძლიერება. პარტიას შეუერთდებიან გააამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები.
შეკრებას არ დაესწრებიან რსდმპ-სგან გამოყოფილი (ცუდი არაფერი იფიქროთ) ტროცკის შთამომავლები.
ნეტა ამათ - იუწყება ჩვენი კორესპოდენტი“, - წერს გაბრიჭიძე.