„უმწიკვლო პიროვნება, დიდი ერუდიციისა და კულტურის მატარებელი ქალბატონი, მაღალი რანგის პროფესიონალი, თავდადებული მეუღლე და დედა, გულისხმიერი ადამიანი, უერთგულესი მეგობარი“, – პროფესორი ინესა მერაბიშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს:
„მსუბუქი იყოს ქართული მიწა იმ ქალისათვის, ვინც გამორჩეულად დიდი ამაგი დასდო ქართულ კულტურას, მწერლობასა და მეცნიერებას, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მთარგმნელობით საქმიანობასა და დედა-უნივერსიტეტს.
უმწიკვლო პიროვნება, დიდი ერუდიციისა და კულტურის მატარებელი ქალბატონი, მაღალი რანგის პროფესიონალი, თავდადებული მეუღლე და დედა, გულისხმიერი ადამიანი, უერთგულესი მეგობარი. აი, ეს უკანასკნელი იყო ის, რაც ათეული წლების მანძილზე ჩვენს მჭიდრო კოლეგიალურ ურთიერთობას ამდიდრებდა და ამშვენებდა.
პანაშვიდები გაიმართება ხუთშაბათს და პარასკევს, 26 და 27 აპრილს, გამოსვენება შაბათს, 28 აპრილს, 15 საათზე, მისი ბინიდან შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 4ა.
დალი ფანჯიკიძე დაიკრძალება მისი მეუღლის, გურამ ფანჯიკიძის გვერდით დიდუბის პანთეონში.
გთავაზობთ ჩემი დალის რამდენიმე სურათს, მათ შორის მეგობრებთან ერთად.
ეს ახალგაზრდობის ფოტო კი მისი უსაყვარლესი მეუღლის მიერაა გადაღებული“, – წერს ინესა მერაბიშვილი.