ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პოლიტიკური მიმოხილვა. თემები: ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება“. მაჩალიკაშვილის საქმე. ჩრდილოეთ კორეა. ტრაგედია ჩინეთში. მერკელი-ტრამპი. „რუსალი“. სომხეთის მოვლენები.
შიდა პოლიტიკა
„ოცნების“ წევრებს ერთ რჩევას მივცემ: ერთმანეთის გატანა და დაცვა ისწავლეთ. როცა თავს ესხმიან პრემიერ-მინისტრს ან თქვენს ლიდერს (დამფუძნებელს), ე.ი. თქვენც გესხმიან. აბა, გადახედეთ საკუთარ პოსტებს ან განცხადებებს სხვადასხვა შემოტევების დროს, თქვენ არ გიტევენ პირადად და კმაყოფილი ხართ. კოლეგის დასუსტება საკუთარი გაძლიერება გგონიათ. სოციალურ ქსელს საერთოდ არაეფექტიანად იყენებთ. მთელი მედია დგას facebook-ზე (რამდენიმეს არ ეხება). როგორ იქცევიან თქვენი ოპონენტები? როცა ეკითხებიან, რა ხდება სირიაში ან ჩრდილოეთ კორეაშიო, ჯერ ხეების გადარგვით იწყებენ, შემდეგ საუბრობენ, როგორ ინგრევა ქვეყანა და ამის შემდეგ პასუხობენ დასმულ კითხვას. ეს ისე...
საგარეო პოლიტიკა
აბა, დავფიქრდეთ, რატომ გადადგა სარგსიანი და არ მიდის კარაპეტიანი, რომელიც ვიცე-პრემიერი იყო? რა ხდებოდა მანამდე? სარგსიანს საკუთარი კანდიდატურა არ უნდა წამოეყენებინა. შესაბამისად, კარაპეტიანი პრემიერად რჩებოდა და არავის, არც მოსახლეობას, არც შიდა ან გარე ძალებს, პრეტენზია არ ჰქონდა.
სარგსიანმა კი ჩააჩოჩა კარაპეტიანი პრემიერობიდან ვიცე-პრემიერად. მის უკან კი ძალები დგანან. რატომ იყო გაჩერებული აზერბაიჯანი? წაიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება. რატომ გააქტიურდა ამ დღეებში და დაიწყო ჯარების გადმოწევა საზღვრისკენ? თუ აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ეს კარაპეტიანისთვის მომგებიანი იქნება. თუთაშხია ხომ გახსოვთ? არ ჰგავს ერთი კაცის დაწერილს? გაიხსენეთ ასევე 11 აპრილს სომხეთის მიერ ევროკავშირთან საყოველთაო ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და საუბრები ასოცირების შესახებ. რევოლუციურ ტალღას კი ყოველთვის მოაქვს სიურპრიზები და ცოტათი გამოვიდა კონტროლიდან. მაგრამ, როგორც არ უნდა განვითარდეს, ყარაბაღი დარჩება საგარეო ვექტორის განმსაზღვრელ ფაქტორად. გაიხსენეთ ჩემი 24 აპრილის (გენოციდის წლისთავია, რომელიც ყველას დაავიწყდა, რატომ?) ინტერვიუ, სადაც მხოლოდ მინიშნებები გავაკეთე (https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2137625212922271&id=100000244408994 ).
დღეს ამით შემოვიფარგლოთ და მივაქციოთ ყურადღება, როგორ განვითარდება ეს თეზისები დღეიდან ანალიტიკურ პუბლიკაციებში“, - წერს სალუქვაძე.