logo_geo
eng_logo
რა კავშირშია აღდგომასთან წითელი კვერცხები?
- +

1 მაისი. 2016. 00:22

უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულამდე - მაცხოვრის აღდგომამდე სამი დღე დარჩა.სწორედ სამი დღით ადრე, პარასკევს ყველა ქრისტიანის ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და ზოგგან პასკებიც ცხვება. ამ დღეს წითელ პარასკევს უწოდებენ, რადგან სწორედ მაშინ ეცვა უფალი იესო ქრისტე ჯვარს, სამი დღის შემდეგ კი ბრწყინვალედ აღსდგა!

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

 

რა კავშირში არის აღდგომასთან წითელი კვერცხები?

არსებობს გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

 

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

 

 

გარდა ამისა, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან მაცხოვარმა თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner