logo_geo
eng_logo
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ისტორიული ცნობები მე-3 საუკუნით თარიღდება
- +

1 მაისი. 2016. 00:25

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ისტორია მოყვა. მისი თქმით, წმინდა მამები ამ მოვლენას მე-4 საუკუნიდან აღწერენ, ხოლო მე-10 საუკუნიდან წმინდა ცეცხლის გადმოსვლა აღწერილია ისე, როგორი სახითაც დღეს არის შემორჩენილი.



„წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ისტორია აღდგომიდან იწყება, მაგრამ  წერილობითი ცნობები, რაც  ჩვენ მოგვეპოვება  III-IV  საუკუნით თარიღდება.

 

 

აღდგომის დღესასწაულზე, შაბათ დღეს, როდესაც უკვე უნდა დადგეს აღდგომა, მამები ხედავდნენ ცეცხლის გამოკრთომას ნაპერწკლების სახით. ცეცხლის გარდამოსვლის ტრადიცია მაშინ არ იყო  ჩამოყალიბებული ისე, როგორც დღეს ამას ვუყურებთ - როდესაც ცალკე შედის იერუსალიმის პატრიარქი და შემდეგ გამოაქვს ცეცხლი.

 

 

უფრო მოგვიანებით, დაახლოებით მე-10, მე-11 საუკუნეებში უკვე პილიგრიმები აღწერენ ამ მოვლენას ისე, როგორც დღევანდელი სახით არის შემორჩეინილი. რაც შეეხება პირველ ისტორიას, იგი მესამე-მეოთხე საუკუნეში აქვთ მოთხრობილი მამებს. ეს  ყველა ქრისტიანისთვის და მთელი სამყაროსთვის გახლავთ განსაკუთრებული მოვლენა, იმიტომ რომ მადლი ყველაზე გადმოდის. აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის გადმოსვლის მადლით ავსებული ხარობს და ეგებება დიდი სიხარულით ამ დღესასწულს. ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა", -აცხადებს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner