logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი არ აკონკრეტებს, თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალება უკავშირდება თუ არა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას
- +

30 აპრილი. 2018. 18:34

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, ჰქონდათ თუ არა ახალგაზრდებს გარდაცვალებამდე ნარკოტიკული საშუალება მიღებული.

 

„გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება კითხვას, რითი არიან ეს ადამიანები გარდაცვლილები და ჰქონდათ თუ არა  ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული, ამაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ექსპერტიზაა დანიშნული. როგორც კი დასკვნას მივიღებთ, დაუყონებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ერთი რამის თქმა ცალსახად შემიძლია, თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებთ სამინისტროს საქმიანობას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არის შსს-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ბრძოლას კიდევ უფრო გავააქტიურებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner