საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემს სულ ათიოდე „ფრენდს“ მოგმართავთ, ვინც სულელურ ჭორებს და მარჩიელობას აღტაცებით „ალაიქებთ“ და აკომენტარებთ კიდეც ოცნების პოლიტსაბჭოზე – ორსახოვნება არ გიტყდებათ? არ გეუხერხულებათ მაინც თუნდაც ჩემს წინაშე, რომელსაც არასდროს არანაირი თანამდებობა და სტატუსი, მითუმეტეს ასეთი სრულიად ფორმალური, წესიერებაზე მაღლა არ დამიყენებია? რა უბედურებაა ეს, პირში რომ ადამიანს ერთს ეუბნები და მის სტატუსებზე რომ „ლაიქებს“ სვამ და გვერდით სამარცხვინოდ იქცევით? მოგნიშნოთ, თუ თავად მიხედავთ საქმეს და გამეცლებით? თქვენნაირებს მხოლოდ ბელადი სჭირდებათ, მაგრამ თქვენი ბელადიც და მეგობარიც უნდა იყოს ვინმე ვინეტუ – ინჩუჩუნის ვაჟი, ან ვინეტუს რას ვერჩი – სულაც კიმ ჩენ ინი” – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.