ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის დაუჯერებელია ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებსაც კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები შეაქვთ გასაყიდად.
„არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, შეაქვს კლუბში ნარკოტიკი, რომელმაც უნდა მოკლას ადამიანი, არ მჯერა! შემდეგ ეს ადამიანი ამ ფულით ყიდულობს ბავშვის საჭმელს, ჩასაცმელს და უნდა მშვიდად სძინავს? მაჩვენეთ ერთ-ერთი მათგანი, დააპატიმრონ, რომ დავიჯერო!“ - განაცხადა გია ჯაჯანიძემ.