ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების უწყება განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ქუვეითმა საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა.
გადაწყვეტილების მიზეზი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშია, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში აღინიშნება კატარული ცხელების ეპიდემია.