logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: უშენოდ არ შემიძლია და ჩვენ რა დაგვაშორებს, უკვე არ არსებობს...
- +

30 აპრილი. 2018. 23:22

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტის და გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორის ირაკლი თოდუას გარდაცვალებას ეხმაურება:

 

„უშენოდ არ შემიძლია და ჩვენ რა დაგვაშორებს, უკვე არ არსებობს... რადგანაც, მთავარი ქმედებებია და აქედან გამომდინარე, შეუცვლელიც არავინაა... ილუზიები საკუთარ მე-ზე კიდევ, - ის უჩემოდ ვერ გაძლებს, მართლა დიდი სისულელეა... სანამ ვართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაუაზრებლად გულს ნუ ვტკენთ, რადგანაც სიცოცხლე, სამწუხაროდ ძალიან ხანმოკლეა და არაფერი, მართლა არ ღირს არაფრად... ვხედავთ ყველა, ჩვენზე ბევრად ახალგაზრდები, იძინებენ საკუთარ ლოგინში და დილას ვერ იღვიძებენ... მაგრად მაწუხებს ჩემში და სხვაშიც, ფეთქებადი ხასიათი, დაუფიქრებელი, აგრესიული ემოცია, რომელიც იმ მომენტისთვის, მხოლოდ პირადი მეს გაძლირებისკენ არის ხოლმე მიმართული და არასდროს, სხვისი უფლებების დასაცავად... მითუმეტეს, როცა ვჩხუბობ ხოლმე... არადა, ამ ფორიაქსა და ალიაქოთში, გაგვექცა სიცოცხლისა და ცხოვრების წლები, დავფიქრდეთ ყველამ ამაზე და ყველა წამითა და წუთით, ხომ შეიძლება დავტკბეთ?!...

 

აუ, როგორ დამანგრია ფსიქოლოგიურად ირაკლი თოდუას გარდაცვალებამ... დღესავით მახსოვს პატარა უნიჭირესი ბიჭი, რომელიც საუცხოოდ წერდა... ირაკლის არაფერი სტკიოდა, მან დაიძინა საღამოს და დილით ვერ გაიღვიძა... ქვეყანას კიდევ ერთი ნიჭიერი კაცი დააკლდა, უფალმა გაანათლოს ირაკლი შენი სული, ამინ!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner