logo_geo
eng_logo
„ეს ჩემი ბოლო ვადაა“ - მაკკეინი სენატორად კენჭს აღარ იყრის!
- +

1 მაისი. 2018. 01:43

 

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ტვინის კიბოს აგრესიულ ფორმას ებრძვის, აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში სენატორად კენჭს აღარ იყრის.

 

„ეს ჩემი ბოლო ვადაა. ამაში ჩემ თავს ამ ზაფხულამდე ვერ ვუტყდებოდი, მაგრამ დიაგნოზმა - „კიბოს მეოთხე სტადია“, ამაში საკმაოდ სწრაფად დამარწმუნა“, - წერს მაკკეინი ავტობიოგრაფიულ წიგნში „მოუსვენარი ტალღა“. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

სენატორის წიგნი Apple News-ზე ორშაბათს, 30 აპრილს გამოქვეყნდა.

 

„მე უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ჩემი კოლეგები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა მოუწევთ. შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და შედეგებს არ შევუშინდე. ხმა მივცე ისე, როგორც სინდისი მეტყვის და ამის გამო არ ავღელდე", - წერს მაკკეინი.

 

წიგნში სენატორმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

 

„მან უარი თქვა ჩვენი ხელისუფლების ქმედებების დესპოტების დანაშაულებისგან გამიჯვნაზე. ფაქტია, რომ დღეს მკაცრი იერსახის ჩვენება, ან რეალითი-შოუს მსგავსად, მკაცრი იერის მორგება, ნებისმიერ ჩვენს ღირებულებებზე მაღლა დგას", - წერს მაკკეინი ტრამპის შესახებ.

 

ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი ივლისის ბოლოს დაუსვეს. 80 წლის პოლიტიკოსს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.

 

შედედებული სისხლი მაკკეინს იმ ადგილთან ახლოს აღმოუჩინეს, სადაც მას 2000 წელს მელანომა, ანუ კანის კიბო ჰქონდა. სულ პოლიტიკოსს სამი მელანომა ამოკვეთეს 1993, 2000 და 2003 წლებში და სამივე ნულოვან სტადიაზე იყო.

 

ჯონ მაკკეინი აშშ-ის სენატორი 1987 წლიდან არის.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner