logo_geo
eng_logo
სიდნეი სამ ქალაქად გაიყოფა
- +

1 მაისი. 2018. 02:25

 

სიდნეის ამბიციური გეგმა აქვს. ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი მომავალი 20 წლის განმავლობაში სამ ნაწილად ანუ სამ ქალაქად გაყოფას გეგმავს.

 

რადიკალური გეგმა „დიდი სიდნეის რეგიონალური გეგმა: სამი ქალაქის მეტროპოლია“ გასულ თვეში მიწათსარგებლობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა.

 

სიდნეის დანაწილების მთავარი მიზეზები ისეთ პრობლემებთან გამკლავებაა, როგორიც მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, გადატვირთულობა და არსებული ბინების ფასებია.

 

მიწათსარგებლობის სახელმწიფო სააგენტოს განმარტებით, ერთი ქალაქის სამად გაყოფა მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის საცხოვრებელ ფართს, სამსახურსა და სხვადასხვა სერვისს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ ტერიტორიაზე აღარ იქნება კონცენტრირებული, შესაბამისად ბინებსა და სამუშაო ადგილზე მოთხოვნა შემცირდება, რაც დასაქმებას უფრო

 

მარტივს საცხოვრებლის ღირებულებას კი გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.

 

„ჩვენ გვსურს ხარისხიანი ცხოვრების პირობების შექმნა სიდნეის ყველა მაცხოვრებლისთვის“ - განაცხადა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა CNN-თან საუბარში.

 

სიდნეის ერთ ნაწილს აღმოსავლეთ ჰარბორის ქალაქი, მეორეს- ცენტრალური რივერის ქალაქი, მესამეს კი დასავლური პარკლენდის ქალაქი ერქმევა.

 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სიდნეის მოსახლეობა მომავალი 40 წლის განმავლობაში გაორმაგდება და 2056 წლისთვის 4,8 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება და სიდნეი ჭარბი მოსახლეობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ერთი ქალაქისგან სამის შექმნის შემთხვევაში კი ხელისუფლება მოსახლეობას განსახლების უფრო მრავალფეროვან არეალს შესთავაზებს და მათ გადანაწილებას შეუწყობს ხელს.

 

აღნიშნული სტრატეგიის ქვაკუთხედი 30 წუთიანი ქალაქების შექმნაა, მთავარი პრინციპი იმაში მდგმაროებს, რომ ქალაქის ნებისმიერი მაცხოვრებელი ნახევარ-საათიანი მგზავრობის შემდეგ, მეტროპოლიის უახლოეს ცენტრში ჩავა. ამისთვის ახალი ასაზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებიც შეიქმნება, მათ შორის, ავტობანი და მატარებლის ხაზები.

 

უფრო მეტიც, სიდნეის სამივე ქალაქი ერთმანეთს ახალი სატრანსპორტო ხაზით დაუკავშირდება, გადააქცევს რა სიდნეის სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ქალაქად.

 

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ახალი გზების მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა და არც ის თუ ვინ აპირებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner