logo_geo
eng_logo
ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
- +

1 მაისი. 2018. 10:43

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ჯერჯერობით მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.

 

„ამ დროისთვის ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის. ადგილზე მუშაობს 60-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მაგრამ იმის გამო, რომ ხანძრის ადგილი მიუვალია, ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს ტყის გაწმენდაც, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეს ტექნიკა ხანძრის კერასთან“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

მათივე ინფორმაციით, რა ფართობი ტყის მასივია დამწვარი, ხანძრის ლოკალიზებამდე საუბარი შეუძლებელია. რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საშიშროებას, მათივე თქმით, ამის საფრთხე არ არსებობს, რადგან ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვა ხანძრის ჩაქრობის პროცესში არ იგეგმება, თუმცა, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მეხანძრე-მაშველების რაოდენობა გაზარდონ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner