საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, საკირეთის ტყეში 30 აპრილს გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60 მეხანძრე მაშველი.
ცეცხლი ხმელ ხეებს და ბუჩქებს გაუჩნდა.