logo_geo
eng_logo
შს მინისტრი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს
- +

1 მაისი. 2018. 14:23

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა, ზუსტად დადგინდეს, რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით ერთი რომელიმე ვერსიით. ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

რაც შეეხება ვებ-გვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა, მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ვებ გვერდი დაბლოკვების მიუხედავად მაინც არსებობს.

 

„ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე, ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციის მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს სხვადასხვა გზა, გვერდის ავლით იმავე საიტზე მოხვედრის. ჩვენ ამ პროცესში ვართ დღესაც. იმ ელექტრონული სივრცის, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, სრულად გაკონტროლება, სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია გადის, სწრაფი რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამ საიტთან დაკავშირებით. მინდა მოგახსენოთ, რომ მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე დავბლოკეთ ეს საიტი. ამ საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებებით ამ საიტზე მოხვედრა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner