logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საპატრულო პოლიცია ზრუნავს არამხოლოდ მართლწესრიგზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების კომფორტზეც
- +

1 მაისი. 2018. 15:17

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროში ერთიანი სერვისების ცენტრის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საპატრულო პოლიცია ზრუნავს არამხოლოდ მართლწესრიგზე, არამედ მოქალაქეების კომფორტზეც.

 

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მორიგი შედეგები. ეს არის ერთიანი სერვისების ცენტრი, სადაც ჩვენი მოქალაქეები სწრაფად და ეფექტურად მიიღებენ დაახლოებით 50 სხვადასხვა სახის სერვისს. ეს ის სერვისებია, რომელსაც დაახლოებით 25 წელია ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე და ხარჯავდნენ რამდენიმე დღეს. მათ შეეძლებათ ხვალიდან უკვე ერთ სივრცეში რამდენიმე წუთში მიიღონ ეს სერვისები მაღალ დონეზე. ეს არის ერთ- ერთი საუკეთესო სერვისის სივრცე, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უმაღლეს დონეზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპატრულო პოლიცია ზრუნავს არამხოლოდ მართლწესრიგზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების კომფორტზეც, იქ, სადაც საპატრულო პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო სერვისებს აწვდის ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner