logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომის ტყეში 2 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა
- +

1 მაისი. 2018. 15:19

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

 

„ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არ არსებობს, ღია ცეცხლი აღარ არსებობს. თბილისიდან გამოვიძახეთ დამატებითი ძალები რომ მონიტორინგი განხორციელდეს ორი დღის განმავლობაში. ათი სხვადასხვა კერა იქნა აღმოჩენილი. ადგილი გვაქვს ადამიანურ ფაქტორთან, გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს. მიზანმიმართული იყო თუ ადგილი ქონდა დაუდევრობას ამას დაადგენენ კომპეტენტური ორგანოები. დამწვარია 2 ჰექტრამდე ტერიტორია“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner