logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა, დავბლოკეთ
- +

1 მაისი. 2018. 15:20

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა დაიბლოკა, თუმცა მაინც ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებით ამ საიტზე მოხვედრა.

 

„ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე, ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციის მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს სხვადასხვა გზა, გვერდის ავლით იმავე საიტზე მოხვედრის. ჩვენ ამ პროცესში ვართ დღესაც. იმ ელექტრონული სივრცის, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, სრულად გაკონტროლება სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია გადის, სწრაფი რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამ საიტთან დაკავშირებით. მინდა მოგახსენოთ, რომ მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე დავბლოკეთ ეს საიტი. ამ საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებით ამ საიტზე მოხვედრა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner