„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს:
„მივესალმები თამბაქოს საჯარო ადგილებში მოწევის შეზღუდვას. ბევრს დისკომფორტი ექნება თავიდან, მაგრამ მიეჩვევა, ბევრიც თავს საერთოდ დაანებებს, ბევრიც ნაკლებს მოწევს, „პასიური მწეველებიც“ აღარ დაიჩაგრებიან. საერთო ჯამში ერი უფრო ჯანმრთელი იქნება!
თამბაქოს მოხმარებისგან მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. საქართველოში კი, სადაც ყოველი მესამე მწეველია, 11 ათასი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოს „წყალობით“.
I welcome introduction of smoking ban in Georgia!“ - წერს გოგავა.