logo_geo
eng_logo
ქეთევან მელიქიძე: გაკოტრებული, გაბანძებული და უავტორიტეტო ორგანიზაცია!
- +

2 მაისი. 2018. 01:24

 

 

ჟურნალისტი ქეთევან მელიქიძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს:

 

„გინეკოლოგი პაციენტს სინჯავს, სანამ გლანდებამდე არ მივიდა ექიმის ხელი, არ მტკივაო, ქალი იძახოდა. ჰოდა, თქვენ ქალბატონო, ყელ-ყურის ექიმთან უნდა მიბრძანდეთ, გლანდები გაქვთ ამოსაჭრელიო, მიმართულება მისცა პაციენტს გინეკოლოგმა.

 

ეს ანეკდოტი NDI -ის „უახლესი კვლევის“ გამოქვეყნების მერე გამახსენდა. საქართველოში გაკოტრებული, გაბანძებული და უავტორიტეტო ორგანიზაცია, რომელიც კვლევების ქვეშ მხოლოდ საკუთარი ორგანიზაციის სახელის დაწერასაც კი ვეღარ ბედავს და თავისი კუდი მოჰყავს მოწმედ. ასევე შარლატანების ერთობა, რომელიც უკვე წლებია, „თავისი მაღალი ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით“ ქართველების მასხრად აგდებას უნდება!

 

წლებია მათ მიერ „გამოკითხულ რესპოდენტებს“ ამაოდ ვეძებთ ნაცნობ-მეგობრებსა და ვირტუალურ სამყაროში. ასეთი ხალხი ბუნებაში არ არსებობს! თუმცა ის მაღალი პროცენტი, რომელიც პატრიარქის ავტორიტეტს უწერია NDI-ის კვლევაში, მაფიქრებინებს, რომ გამოკითხვები ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობს! ვაი! მეტი არ აგცდათ არც ერთი, რასაც „მკვლევარებს“ გითვლით მოსახლეობა! ეს პროცენტები კი იმიტომ იწერება, სპონსორები დაარწმუნონ ქართველების სიბნელეში და ქრისტიანული სარწმუნოების გაბითურებისათვის მეტი არასამთავრობო დაასაქმონ!

 

ყველაზე კომიკური კი ამ სიტუაციაში ის არის, რომ ამ კვლევებს პუჭურ-მუჭურ პარტიების გარდა, უმაღლეს სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები კომენტარს აკომენტარებენ!

 

2012 წელს, როცა სოციოლოგიური კვლევა ავტორიტეტულმა, საზღვარგარეთიდან მოწვეულმა ორგანიზაციამ ჩაატარა, სწორედ მაშინ გამოიკვეთა სოციოლოგიაში აბსოლუტურად დაუშვებელი ცდომილება, ერთსა და იმავე კითხვებს გაცემულ პასუხებში. ცხადი გახდა, ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში ჩაის მწონავ კანტორად ქცეულიყო და შულერივით აყალბებდა მონაცემებს! თავმოყვარე ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ბოდიშს მაინც მოიხდიდა. მაგრამ არა NDI!

 

თქვენთვის მაინც უნდა ყოფილიყო ეს მაგალითი მდგომარეობიდან გამოსავალი, თქვენ მაინც უნდა დაინტერესდეთ რას ფიქრობს თქვენზე ამომრჩეველი და კვლევა სერიოზულ ორგანიზაციას დაავალოთ, რათა სხვაობის დანახვა გახდეს შესაძლებელი!“ - წერს ქეთევან მელიქიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner