logo_geo
eng_logo
ჯემალ ჭკუასელი: ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გაკეთებული საქმე ურჩხულის დამარცხებაა!
- +

2 მაისი. 2018. 01:29

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ჩვენში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა... ვინ რას ფიქრობს ექსპრემიერის გადაწყვეტილებაზე? ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, რომ „ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აბობოქრებულ ზღვაში მაშველი რგოლივით არის. ამბობენ არც არსად ყოფილა წასულიო, მაგრამ კარგ რჩევებს თუ იძლეოდა ამაში ცუდი რა არის?! გამოცდილი კაცია!“

 

„გამოცდილია ეკონომიკაში. არ დაეტყო ჩვენს ქვეყანას ეკონომიური წინსვლაო და ჩვენ ისეთი დანგრეული ქვეყანა გვაქვს, დიდი დრო დაგვჭირდება, სამწუხაროდ, ვითარების გამოსასწორებლად! ჩვენ ქვეყანას არაპროფესიონალიზმი ღუპავს!

 

ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გაკეთებული საქმე ურჩხულის დამარცხებაა! თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია ადამიანისთვის! დღეს მთელი საქართველო თავისუფალია და ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის აკრიტიკებენ, თითქოს სახლში მიჰქონდეს. დენდროპარკი კეთდება და იმას არ აფასებს ის ხალხი, ვინც ხეებს თვითონ ანადგურებდა. უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა! ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი და იმედით შევხედოთ ბატონი ბიძინას ისევ პოლიტიკაში დაბრუნებას!“ - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner