logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის მიმართ ყველა კრიტიკა ამოვიღოთ აბზაც-აბზაც და ხუხაშვილთან გავაანალიზოთ...
- +

2 მაისი. 2018. 03:23

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „რეაქციაში" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„მე გთავაზობთ, რომ ნებისმიერი კრიტიკული გამონათქვამი, ან შენიშვნა რომელიც იქნება მოქმედი პრეზიდენტის მიმართ გაანალიზდეს ელემენტარულად. ამოვიღოთ აბზაც-აბზაც და მოიწვიეთ გია ხუხაშვილი და შევაფასოთ რამდენად სიღრმისეული იქნება და რამდენად სწორი ანალიზი იქნება გაკეთებული.

 

ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც ტრიბუნა მათ შორის ზოგიერთი პარტიისათვის, რომელიც დღეს სააკაშვილის გარშემოა შემოკრებილი. მარგველაშვილმა ავტორიტეტგამოცლილ პარტიათა ტრიბუნა ჩამოაყალიბა. ერთი პლუსი აქვს, მოდით მაინც დაპირისპირება დავარქვათ ამას. ეს გარკვეულწილად პოზიტიურ როლსაც თამაშობს. ხაზს უსვამს რა არსებულ პლურალიზმს. აზრების ჭიდილის საკმაოდ ფართო ასპარეზს. თუმცა, მე მგონი თავად ვერ აფასებს ამას სათანადოდ", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner