სასამართლომ დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას 50-ათასლარიანი გირაო მოუხსნა. პროკურორი კი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის სიდედრის ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.
გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიგი უგულავას საქმეზე პროცესი პირველ მარტს განახლდება.
წყარო: „რუსთავი 2"