logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევისმინოთ პატრიარქის ქადაგება!
- +

1 მაისი. 2016. 21:46



მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და საქართველოს გამთლიანება, - ამ სიტყვებით მიულოცა აღდგომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებლებს.



პრემიერი, მეუღლესთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  აღავლინა.



ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ძალიან დიდი დღეა, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომლებზეც ყურადღება პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში გაამახვილა.



ყველაზე მთავარი, რითაც მთლიანად გამსჭვალული იყო ეპისტოლე, ეს არის თავმდაბლობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, საკუთარი თავის შეცნობის და თავმდაბლობის გზაზე გადის სხვისი არგანკითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს პატრიარქმა ქართველ ხალხს უთხრა. ეპისტოლე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პატრიარქმა ისაუბრა ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევისმინოთ მისი ეს ქადაგება", - აღნიშნა პრემიერმა.



სააღდგომო ლიტურგიას სამების ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner