ნიგერიის ქალაქ მუბიში, მეჩეთთან განხორციელებულ ტერაქტების სერიას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 56 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება მეჩეთთან ადგილობრივი დროით, 13:00 საათზე მოხდა, მეორე კი რამდენიმე წუთის ინტერვალით, ამ ტერიტორიიდან 200 მეტრში მოხდა, სადაც ტერაქტით შეშინებული მოქალაქეები თავის დაღწევის მიზნით გარბოდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.