logo_geo
eng_logo
ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა იპოვეს
- +

2 მაისი. 2018. 12:37

 

თბილისში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოსახლეობამ ხელყუმბარა იპოვა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელყუმბარა ერთ-ერთი ბინის კართან იდო.

 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner